სერბეთის სასახლეში გაიმართა მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო “ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ დელეგაციას სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები და პროტოკოლით გათვალისწინებული საზეიმო ცერემონიალის დასასრულს, პრეზიდენტები დელეგაციის წევრებს მიესალმნენ.