“ევრობიუროკრატრბმა კარგად იციან, რომ მათთვის საჭიროა ჩვენთან ურთიერთობა, უბრალოდ
ეს არის ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი იმისთვის, რომ მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე.”
“ეს [პაველ ჰერჩინსკის წერილი] ადასტურებს თუ როგორ იტყუება ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებამ.”
“სწორედ ამ წერილით გავიგეთ, რომ 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მათი მხრიდან შეჩერდა ევროინტეგრაცია, ჩვენი მხრიდან კი ჯერ კიდევ გრძელდება ეს პროცესი.”
“ამ წერილში [პაველ ჰერჩინსკის წერილში] არის ერთი საგულისხმო მომენტიც. წერია, რომ 2024 წლის 27 ივნისს შეაჩერეს ევროინტეგრაცია და 2025 წლის 15 ოქტომბრიდან საქართველო ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ისეთ პროექტებში, როგორიც არის მაგალითად ორგანიზებული კრიმინალურ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან
ბრძოლა.”
“2024 წელს თუ შეაჩერეს ევროინტეგრაცია, მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა ეს პროექტები? აქ ვხედავ ერთ რამეს – მათ ძალიან უნდათ საქართველოსთან ურთიერთობა.”

“ისინი აღიქვამენ და აცნობიერებენ რამხელა როლი აქვს საქართველოს მაგალითად ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, რომ აღარაფერი ვთქვა ევროკავშირის ენერგო და ციფრულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ დაკავშირებაზე ცენტრალურ აზიასთან, რომელთან ეკონომიკური ინტეგრირებისკენ მიისწრაფვის მსოფლიო.”



