🔷 „როცა პოლიტიკური პროცესი ფულით დაფინანსებული ხდება და იმართება გარედან, რა თქმა უნდა, ეს შიდა ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, მაგრამ იგივეს ამბობს უფრო მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაც, უფრო დიდი რესურსის ქვეყნები და პრაქტიკულად იმ ქვეყნებიდან საუბრობენ, საიდანაც ასეთი პროგრამების დონაცია ხდებოდა.“
🔷 „აღსანიშნავია მარკო რუბიოს განცხადებაც. ის ამბობს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა არასამთავობო სექტორს, არამედ კონკრეტულად ქვეყნებსო. საკმაოდ სკანდალური იყო ეს განცხადება.“
🔷 „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი, გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, ამბობს, რომ ისინი ასეთი მიზნებისთვის იყენებდნენ თანხებს – აფინანსებდნენ არასამთავრობო სექტორს, ყიდულობდნენ მედია საშუალებებს და ისინი ახდენდნენ მასშტაბურ ზეწოლას პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, მთავრობებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებს მართავდნენ სხვადასხვა ქვეყნებში – იქ, სადაც მათთვის არასასურველი ხელისუფლებები იყვნენ არჩეული საზოგადოების მხრიდან. ასეთი იყო საქართველო, ასეთი იყო უკრაინა და ეს ჩამონათვალი რა თქმა უნდა, აქ არ მთავრდება.“
🔷 „ისინი [გლობალური ომის პარტია] ცდილობენ თავიანთ წარმომადგენლობებს [არასამთავრობო სექტორი] დაფინანსება ფარული გზებით მიაწოდონ, რათა დესტრუქცია გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, მათი ქმედება შეიზღუდა, მაგრამ ისინი ცდილობენ სხვადასხვა, მათ შორის უცხო ქვეყანაში დარეგისტრირების გზით აამოქმედონ ასეთი ტიპის ორგანიზაციები.“
🔷 „საზოგადოებამ დღეს შექმნა საკუთარი ჯავშანი, რაც მოახერხა მეტი ცოდნით, ინფორმირებულობით და დღეს მოსახლეობამ იცის, არასამთავრობო სექტორი რას ცდილობს და რა მიზნის მიღწევა აქვს დაგეგმილი საქართველოში. მათ სურთ საქართველო აქციონ მორჩილ ქვეყნად, გამოიყენონ ის როგორც მეორე ფრონტის ხაზი.“
🔷 „ჩვენ გვჭირდება მეტი სიფრთხილე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ შემოაღწიოს ფულმა, რომელიც შესაძლოა უბედურების მომტანი გახდეს.”



