„ორმაგი სტანდარტები რაც იყო ევრობიუროკრატიის დღის წესრიგში, ის დარჩა. როცა ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთთან, ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებს მასთან გაგანია სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ.“
„ევრობიუროკრატები გვაკრიტიკებდნენ – საქართველო როგორ ბედავს და ჩინეთთან როგორ ამყარებს კავშირებს მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირი და ამერიკაც თავად არიან ურთიერთობაში ჩინეთთან.“
„ევროპული ბრენდები, კომპანიები, რომლებმაც თუნდაც ფორმალურად დატოვეს რუსეთის ბაზარი, დღეს პირდაპირ ბრუნდებიან და ურთიერთობების აღდგენის პროცესში არიან. ეს გასაგებიც არის, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა საუბრობს რუსეთთან დიალოგის განახლებაზე.“
„ევრობოუროკრატიამ რა უსამართლობაც დათესა საქართველოსთან მიმართებით, იმას იმკის ახლა საკუთარ თავზე.“
„ჩვენ „ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ 2022 წლის 2 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც მივუთითებდით, რომ ევრობიუროკრატიაში და მაშინდელი ამერიკის ხელისუფლებაში მოკალათებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უსამართლო ზეწოლას ახორციელებდნენ საქართველოზე. ეს და სხვა მსგავსი საკითხები მაშინ ჯერ კიდევ კულისებში განიხილებოდა. „ხალხის ძალამ“ შეძლო და ეს ყველაფერი გამოიტანა კულისებიდან. სიმართლე ვუთხარით საზოგადოებას. ის, რასაც მალავდა ევრობიუროკრატია, დღეს უკვე გაცხადებულია.“
„როდესაც ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ.“



