🔷„არავინ იცის, რამდენიმე წელიწადში იქნება თუ არა ევროკავშირი. გლობალურ მოთამაშედ რომ ვეღარ დარჩება, ამაზე ყველაფერი მიუთითებს, მაგრამ რამდენად იარსებებს ეს სტრუქტურა თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, ეს არც კი ვიცით”.

🔷„ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არათუ არ ითვალისწინებენ ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს, პირიქით, ცდილობენ, ყველანაირად დაამცირონ და გამოთიშონ ისინი თამაშიდან. თუნდაც გრენლანდიის მაგალითი ამის დადასტურებაა”.

🔷„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 30-მა ქვეყანამ 30 ჯარისკაცი რომ გააგზავნა გრენლანდიის დასაცავად, ეს ძალიან სასაცილოა და მეტყველებს იმ კრიზისზე, რომელშიც ევროკავშირი იმყოფება”.

🔷„დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერების დასანქცირება ხდება ამერიკელების მიერ, ევროკავშირი მიხვდა, რომ პოლიტიკა, რომელსაც მათ მიმართ ატარებდნენ, სამართლიანი არ ყოფილა. თუმცა ზუსტად ასეთივე უსამართლო პოლიტიკას ატარებდნენ საქართველოს მიმართ — ახლა ეს ბუმერანგივით დაუბრუნდათ და საკუთარ თავზე გამოსცადეს”.

🔷„რუსეთის დამარცხების იმედი ჰქონდა ევროკავშირს, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. დიდი ხანია აღარ გაგვიგია ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს”.

🔷„ევროკავშირისთვის ზელენსკი უკვე აღარ არის გმირი, მას ისე აღარ ხვდებიან, როგორც ადრე. აღარ უფენენ წითელ ხალიჩებს, წარსულში დარჩა ოვაციები დასავლურ პარლამენტებში და დითირამბების ფრქვევა”.

🔷„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინი კრიმინალად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა. ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ელაპარაკონ მას იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც ეს სასამართლო დააფუძნეს? რას ეტყვიან — „შენი ნებით დაიდე ხელბორკილები და გამომყევი, რათა ჰააგის საპატიმროში ჩაგსვათ“? რა თემაზე უნდა ელაპარაკონ? ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ იქნებ ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები”.

🔷„ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსული გაზი არ უნდა მივიხმაროთ, რადგან თურმე ეს დანაშაულია, მაგრამ თუ აზერბაიჯანიდან მივიღებთ იმავე რუსულ გაზს ორმაგ ფასად, თურმე ეს სწორი პოლიტიკაა. ეს არის თვალთმაქცობა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკა, რომელზე დათანხმებაც დაუშვებელია”.

🔷„ევროკავშირი არ ასრულებს ევროპელი ხალხისა და ევროპული სახელმწიფოების ინტერესებს; ის ემსახურება ევრობიუროკრატებისა და იმ დიდი მოთამაშეების ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო პოლიტიკა გააკონტროლონ”.

🔷„ჯერ კიდევ 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რასაც იმ დროისთვის ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უქმნიდა დემოკრატიას, დღეს კი ეს გავლენა ბევრად უფრო მასშტაბურია”.

🔷„დღეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ძალა უკვე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თანაც იგი პრაქტიკულად შეერწყა სხვა არანაკლებ გავლენიან კორპორაციებს”.

🔷„წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის გავლენა აქვთ მათ დღეს — თუ ჯერ კიდევ 1961 წელს ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისგან და პოლიტიკაზე მათი გადაჭარბებული გავლენისგან მომდინარე საფრთხეებზე, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ძალაც ახლა აქვთ ამ კორპორაციებს”.

🔷„სწორედ ეს ძალებია, რომლებიც დღეს წარმართავენ ევროკავშირისა და ევროპის არაერთი ქვეყნის პოლიტიკას, რაც აჩქარებს მათ კრახს”.