2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ…
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს. საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური“ ენჯეოები საელჩოს რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის…
გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც ნაცმოძრაობასთან მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ…
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას და ყოფილ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები - „მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე“. თანამედროვე ე.წ. ლიბერალები თომას ჯეფერსონს უსათუოდ კრიტიკის…
გასული თვეების განმავლობაში, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები…
„ხალხის ძალა“ ფართოვდება. დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა - ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან. მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. ამ…
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ორიოდე კვირის წინ ჩვენმა მოძრაობამ ამერიკის ელჩს მოუწოდა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ. თუმცა, ქალბატონმა დეგნანმა ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაარღვია და ჩვენს მოწოდებას დუმილით უპასუხა. ამასთან, ცოტა ხნის წინ,…
ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანები ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა და დღეს საზოგადოება ბევრად უკეთ არის ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება. თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ სრულად არ არის განეიტრალებული, რაც ჩვენს განსაკუთრებულ…
გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ საინტერესო განცხადება გააკეთა - „ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზაო“. მისი თქმით, ეს დახმარება, მათ შორის უკრაინელ მფრინავებთან ერთად…



